საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის ონლაინ ვორქშოპი

 

4-5 მარტს თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer“ ფარგლებში, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის ონლაინ ვორქშოპი ჩატარდა.

ღონისძიება გახსნა და დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ნინო ოკრიბელაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ცოდნის/ტექნოლოგიების გადაცემისა და კომერციალიზაციის როლზე სამეცნიერო სფეროში:

„ვორქშოპის შედეგად, ვიმედოვნებთ, რომ კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მიიღებენ ცოდნას, თუ როგორ მოახდინონ ორგანიზება და როგორ მართონ ცოდნისა და ტექნოლოგიის კომერციალიზაციის სავალდებულო პროცესი ეფექტიანად. უნივერსიტეტებისა და აკადემიის ძირითადი მისია არ არის "შექმნას" ცოდნა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. აქ შეძენილი და დაგროვილი ცოდნა უნდა ემსახურებოდეს  დღეისათვის უნივერსიტეტების ძირითად მისიას, რომ კეთილდღეობა ხელმისაწვდომი  გახადოს საზოგადოებისთვის.“

ორი დღის განმავლობაში, ვორქშოპზე სპიკერებად მოწვეულნი იყვნენ კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტის, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და მასარიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ვორქშოპის შედეგად, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა  შეისწავლეს, თუ როგორ უნდა დააორგანიზონ და მართონ ცოდნისა და ტექნოლოგიის კომერციალიზაციის პროცესი ეფექტიანად. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს კი  მიეცათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ თუ რატომ და როგორ უნდა ითანამშრომლონ კვლევით და აკადემიურ ინსტიტუტებთან.

პროექტის “Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer” მთავარი მიზანია, ვიშეგრადის პარტნიორი ქვეყნების წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთში საშუალო და მცირე ბიზნესში კვლევისა და განვითარების (R&D) პრაქტიკის დანერგვა, აკადემიური/კვლევითი და ბიზნეს ინფრასტრუქტურის დაკავშირების ხელშეწყობა და მათ შორის თანამშრომლობის კონცეფციის შემუშავება.

* პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების საშუალებით. ფონდის მისიაა, ცენტრალური ევროპაში მდგრადი რეგიონალური თანამშრომლობის იდეების განვითარება.

თარიღი: 09/03/2021