საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ,,ისტორიული ემიგრაცია-თანამედროვე გადასახედიდან"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,ისტორიული ემიგრაცია-თანამედროვე გადასახედიდან“  გაიმართა. პროექტის ავტორი  - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი რუსუდან ნიშნიანიძე.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. კონფერენციას ესწრებოდნენ ამავე უნივერსიტეტების პროფესორები და სტუმრები. კონფერენციაზე მოწვეული იყო რეჟისორი, ნიკოლოზ ხომასურიძე. კონფერენციის თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანი გახლდათ: მოხსენებებში საუბარი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ მოვლენებზე  თუ ლიტერატურულ ტექსტებზე, არამედ იმ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებზეც, რომელიც ამ თემატიკაზეა გადაღებული, იყო საუბარი ემიგრაციაში შესრულებული თარგმანების  თუ    ქართული უნივერსიტეტისა და ქართული თეატრის დაარსების შესახებაც. 

                           

კონფერენციის ფორმატი მოიცავდა დისკუსიასაც, რომელიც არაერთ საკითხთან  დაკავშირებით საინტერესოდ წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო კონფერენცია ,,ისტორიული ემიგრაცია-თანამედროვე გადასახედიდან“ უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით წელს პირველად ჩატარდა.

თარიღი: 06/06/2023