საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური პროექტების დაფინანსების ვადები

თსუ სტუდენტური (სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო) პროექტების მიღების მორიგი ვადა 1 ოქტომბერს იწურება. შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა (იხილეთ  ბრძანება N: 24/02-01).

 

გამჭვირვალობის და პარიტეტის დასაცავად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან წარმოდგენილი. წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ.
 

მიმდინარე კალენდარული წლის 10 თებერვლამდე შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 25 თებერვლისა, 15 აპრილამდე შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მაისისა, 1 ოქტომბრამდე შემოტანილი პროექტების განხილვა - არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა.

თარიღი: 27/09/2022