საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტების შეხვედრა აშშ-ის ელჩთან

25 მარტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რობინ დანიგანის ინიციატივით საელჩოში შედგა შეხვედრა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამების სტუდენტებთან. სტუდენტებს ელჩისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ. შეხვედრამ უშუალო, გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. ელჩი დანიგანი ამერიკისმცოდნეობის 25-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის გახსნაშიც მიიღებს მონაწილეობას. თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, როგორც საქართველოში ამ სფეროში მოწინავე სასწავლო და სამეცნიერო ცენტრი, ამერიკის  შეერთებული შტატების საელჩოსთან ურთიერთობის  კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს.

 

თარიღი: 27/03/2024