საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინასების პროგრამა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინასების პროგრამას, რომლის მიზანია, სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და სტუდენტების მოტივაციის ამაღლება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრიერებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაზე მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსისი/სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სოციალური მომსახურების სააგენტოს  ''სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150000-ზე და  "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან" ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი. 

 

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება წარმოებს 2021 წლის 10 საქტემბრიდან - 30 ოქტომბრის ჩათვლით. (მის.: შარტავას ქ. N7).

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი. 

თარიღი: 14/09/2021