საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სლოვაკეთის სახელმწიფოს სტიპენდიები ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის

სლოვაკეთის სახელმწიფოს აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს 2023-2024 სასწავლო წლისათვის ქართველი სტუდენტებისათვის.

 

სლოვაკეთის სახელმწიფოს ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება 2023 წლის 24 მარტიდან შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: www.vladnestipendia.sk/en/; სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 მაისი. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელ.მისმართზე : http://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/.

ასევე, სასტიპენდიო პროგრამებზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე დაკავშირება: helpdesk@studyabroad.sk ან +421 907 551 404.

გამარჯვებული კანდიდატები უფასოდ გაივლიან სლოვაკური ენის კურსებს დროის შემდეგ პერიოდში: 2 სექტემბერი, 2023წ - 30 ივნისი, 2024წ.

თარიღი: 31/03/2023