სლოვაკეთის ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში 2025-2026 სასწავლო წლისთვის ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფილია 2 სამთავრობო სტიპენდია. სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის.
განაცხადების მიღება დაიწყება 2025 წლის 24 მარტიდან და გაგრძელდება 2025 წლის 25 მაისის ჩათვლით. აპლიკანტებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ონლაინ ვებგვერდზე: https://www.vladnestipendia.sk/en/. გაცნობებთ, რომ ზემოხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა.
შერჩეული აპლიკანტებისთვის სლოვაკური ენის კურსები ჩატარდება უფასოდ (2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით).
დამატებითი ინფორმაცია კურსების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდებზე: h t t p s : / / c d v . u n i b a . s k დ ა https://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/