საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სემინარი - „ზაზა ალექსიძის საკითხავები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ორგანიზებით ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლი - „ზაზა ალექსიძის საკითხავები“ დაიწყო. პირველ სემინარზე მოხსენებები წაიკითხეს ნათია ჩანტლაძემ (თსუ): ზაზა ალექსიძე - მეცნიერის პორტრეტი და ანა ხარანაულმა (თსუ): პალეოგრაფიის ისტორია და ქართული პალეოგრაფიის ნიმუშები. 


ერთი წლის განმავლობაში ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ იმ თემებზე, რომლებიც ზაზა ალექსიძემ შემოიტანა საკვლევ სივრცეში: „ქრისტიანულ კავკასიაზე,“ როგორც ფენომენზე, მის ცალკეულ პრობლემებზე და ამ პრობლემების შემდგომი შესწავლისა და განვითარების პერსპექტივებზე.

 

თარიღი: 28/03/2023