საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა

20 მაისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „HERD - საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში გაიმართა ტრენინგი, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩაერთვნენ

პროექტის კონსორციუმი შედგება 17 სრული და 3 ასოცირებული პარტნიორისგან, მათ შორისაა: საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი. აღნიშნული პროექტი, რომელსაც თსუ უძღვება - ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისთვის ინტეგრირებული საინფორმაციო პლატფორმის და კვლევის მართვის ინსტრუმენტის შექმნას გულისხმობს.  დღეისათვის თორმეტივე უნივერსიტეტში დასრულებულია Vidatum LTD მიერ მოწოდებული კვლევის მენეჯმენტის ორენოვანი პროგრამის ტესტირება  და კოპირება.

პროექტში  ყველა ქართველის პარტნიორის ადმინისტრაციული პერსონალი, ვისაც მომავლში საინფორმაციო პლატფორმასთან ექნება წვდომა, აქტიურად ჩაერთო ირლანდიელი პარტნიორების მიერ მომზადებულ ონლაინ ტრენინგში.

უახლოეს დღეებში დაგეგმილია „ტრენერთა ტრენინგი“ იმ მომხმარებლებისტვის, ვინც უზრუნველყოფს    უნივერსიტეტების სტრუქტურულ ერთეულებში, ყოველ მკვლევრამდე ინფორმაციის მიტანას და პორტალის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ცოდნის ათვისება/გავრცელებას.

თარიღი: 21/05/2021