საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა თავმჯდომარედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აირჩიეს.

 

კონფერენციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ - თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ დავით გურგენიძეს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად ევროპის უნივერსიტეტი აირჩიეს.

თარიღი: 01/02/2023