საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის IX საერთაშორისო კონფერენცია

3-7 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის IX საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენცია მრავალთემატურია და სექციების საბოლოო ჩამონათვალი დამოკიდებული იქნება მონაწილეთა განაცხადებზე.

თემატური სესიები: მონაწილეებმა, რომელთაც სურთ პარალელური თემატური სესიების ჩამოყალიბება, უნდა გამოაგზავნონ განაცხადი არაუგვიანეს 2018 წლის 30 მაისისა შემდეგ მისამართზე:batumi.conference@yahoo.com.

ახალი სესიის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა არანაკლებ 5 მომხსენებლის განცხადება მონაწილეობაზე და მათი თეზისები.

კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია საიუბილეო სესიების ჩატარება.

რეგისტრაცია და თეზისის წარდგენა: ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს www.gmu.ge/Batumi2018, გაიარეთ რეგისტრაცია და ატვირთეთ თეზისის LaTex და Pdf ვერსიები 2018 წლის 30 ივნისამდე.

თეზისი LaTex ფორმატში უნდა მომზადდეს შაბლონის მიხედვით და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს.

თეზისის შაბლონი იხილეთ ბმულზე.

თეზისი შეიძლება მოამზადოთ ვორდის ფორმატში ორი პირობის დაცვით: ა) თეზისი არ უნდა შეიცავდეს ფორმულებს; ბ) დაცული უნდა იყოს გამოგზავნილი ფორმატი.

შაბლონების ჩამოტვირთვას შეძლებთ კონფერენციის ვებგვერდიდანაც.

მნიშვნელოვანი თარიღები
30 მაისი, 2018 - სექციების ჩამოყალიბებაზე განაცხადის მიღების საბოლოო ვადა
30 ივნისი, 2018 - თეზისის წარდგენის საბოლოო ვადა
20 ივლისი, 2018 - მონაწილეთა რეგისტაციის საბოლოო ვადა (კონფერენციაში მონაწილეობის შესატანის და დაჯავშნილი სასტუმროს თანხის გადახდა).
3 სექტემბერი, 2018 - კონფერენციის გახსნა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
5 სექტემბერი, 2018 - ექსკურსიების/დასვენების დღე
7 სექტემბერი, 2018 - კონფერენციის დახურვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
თარიღი: 24/01/2018