საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინფორმაციო შეხვედრები პირველსემესტრელებისთვის

თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით პირველსემესტრელებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. 

 

შეხვედრებზე პირველსემესტრელ სტუდენტებს უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია სასწავლო პროცესისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ.

 

სტუდენტები გაეცნენ მათ უფლება-მოვალეობებს, სასწავლო პროცესის მხარდამჭერ სერვისებსა და სტიპენდიებს, ხარისხის განვითარების მექანიზმებსა და სტუდენტთა ჩართულობას, საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებს, კარიერის მხარდამჭერ სერვისებს, ინფორმაციას საერთო საცხოვრებლების, სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების, საინტერესო საუნივერსიტეტო კულტურული და სპორტული აქტივობების შესახებ.

თარიღი: 18/09/2025