საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთშორისო კონფერენცია "მიგრაციის ევროპული გამოცდილება - მიდგომები, გამოწვევები და შესაძლებლობები“


9 -10 თებერვალს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მიგრაციის ევროპული გამოცდილება - მიდგომები, გამოწვევები და შესაძლებლობები“. კონფერენცია იმართება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში არსებული ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრისა და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით.

21-ე საუკუნის დასაწყისში, მიგრაციული მოძრაობის ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა, ერთი მხრივ, მიგრანტების უფლებათა დაცვა და სახელმწიფოთა მხრიდან მიგრაციის პროცესების რეგულირება, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი უსაფრთხოების საკითხები და, ამასთანავე, შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონფლიქტებიც.

აღნიშნული კონფერენცია საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარებისა და პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რათა მათ ერთობლივად განიხილონ თანამედროვე აკადემიურ კვლევათა შედეგები და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი წარმოაჩინონ კიდევ უფრო ზოგად - ევროპულ და საერთაშორისო, გლობალურ ჭრილში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა მეცნიერები, მათ შორის, დოქტორანტურის სტუდენტები, საქართველოდან და ევროპის კავშირიდან.

 

კონფერენციის ძირითადი თემებია:

·მიგრაცია და განვითარება - მიგრაციის ხელშემწყობი ფაქტორები და რეაგირება;

·მიგრაცია და ადამიანის უფლებები;

·მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება - ინტეგრაცია და რეინტეგრაცია;

·არალეგალური მიგრაცია - სამართალდარღვევა თუ შესაძლებლობა?

·ეკო მიგრაცია - კლიმატის ცვლილების გავლენა მიგრაციაზე;

·პოსტ-პანდემიური თავშესაფრის ძიება და მაძიებლის მიღების პროცედურები;

·ომი და მიგრაცია - ეკონომიკური, პოლიტიკური და ეგზისტენციალური კრიზისი.

 

აღნიშნული კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც ონლაინ, ისე პირისპირ ფორმატში. 

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური. 

 

საკონფერენციო ნაშრომები დაიბეჭდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში -  „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ (https://www.seu.edu.ge/ka/1719/VSS) ან პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ჟურნალში  „ეკონომიკა და პოლიტიკური აზრი“ (https://mysl.lazarski.pl/en/about-us/).

კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

კონფერენციაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2022 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. 

 

თარიღი: 12/01/2023