საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სკოლა და კონფერენცია „ფუნდამენტური ფიზიკის უახლესი მიღწევები“

სამყაროს წარმოშობის და ევოლუციის საკითხები, შავი ხვრელი და მასთან დაკავშირებული პარადოქსები, კვანტური გრავიტაციის გადაუჭრელი პრობლემები, ფიზიკა სტანდარტული მოდელის მიღმა, ელემენტარული ნაწილაკების და ფუნდამენტური ურთიერთქმედებების ახალი თეორიები - ეს საკითხები განიხილებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბონისა და ზიგენის უნივერსიტეტების (გერმანია) და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სომხეთი) ერთობლივ საერთაშორისო სკოლასა და კონფერენციაზე, რომელსაც თსუ-მ უმასპინძლა.
 

ღონისძიებებში მონაწილე დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან ლექციები წაიკითხეს მაქს პლანკის ინსტიტუტის (გერმანია) ხელმძღვანელმა გია დვალმა, ლაკვილას უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორმა ზურაბ ბერეჟიანმა, სიდნეის უნივერსიტეტის (ავსტრალია) პროფესორმა არჩილ კობახიძემ.
 

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საქართველოში ფიზიკის პოპულარიზაციასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ზურაბ ბერეჟიანი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

თარიღი: 27/09/2022