საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია: კავკასიის კარი - საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე

მიმდინარე წლის 25-27 ივნისს,  თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი უმასპინძლებს სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციას: კავკასიის კარი – საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე. 

სხდომები ჩატარდება თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

კონფერენცია ეძღვნება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის(ისტორიული ხევი, თრუსო) წარსულისა დათანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენკავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის სხვადასხვამიმართულების გამოცდილი და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოსა და საზღვარგარეთისაღიარებული სამეცნიერო–სასწავლოდაწესებულებებიდან. კონფერენციის მიზანია: აკადემიური წრეებისა და დაინტერესებულისაზოგადოებისათვის ამ რეგიონში უძველესიდროიდან დღემდე მიმდინარე ეთნო–კულტურული დაისტორიული პროცესების ობიექტურად გაშუქება; ეროვნული და საერთაშორისო აკადემიური წრეებისთანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივიკომპლექსური კვლევითი პროექტების დაგეგმვა; კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიისინტერნაციონალიზაცია და პოპულარიზაცია. 

 

კონფერენციის თანამონაწილე ორგანიზაციებია:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისეროვნული სააგენტო

ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი

 

კონფერენციაში ონლაინ მონაწილეობისშემთხვევაში

შემოგვიერთდით Zoom-ის მეშვეობით:

Meeting ID: 720 120 0609

Passcode: Gate2021

 

კონფერენცია  ტარდება შოთა რუსთაველისსაქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისდაფინანსებით (BRG BRG-II-19-137) და საქართველოსკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულისააგენტოს თანადაფინანსებით.

 

კონფერენციის პროგრამის და მასალების სანახავად, ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს: caucasiangate@tsu.ge

თარიღი: 21/06/2021