საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სადოქტორო პროგრამა ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია’’ Erasmus+ პროექტის განზომილებაში

მედიცინის ფაკულტეტი 2018 წლიდან ჩართულია ევროკავშირის ერაზმუს+ პროექტის  „სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ სერვისებში“  განხორციელებაში (თსუ-ში პროექტის კოორდინატორია პროფესორი ნინო ჩიხლაძე). პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სადოქტორო პროგრამის შემუშავება და დანერგვა, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით უახლესი ცოდნის შეძენისკენ, კვლევითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რომელიც ამავე დროს მჭიდრო კავშირშია სოციალურ მეცნიერებებთან.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოსა სოციალური და ჯანმრთელობის მომსახურების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას: -დიპლომისშემდგომი პროგრამის განვითარებით;
-დარგისთვის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადებით, რომელთაც მომავალში შეეძლებათ სფეროში არსებული საჭიროებების დროული შეფასება, პროგრამების  შემუშავება და საზოგადოებრივ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მიზნობრივი აქტივობების განხორციელება.
გახსნითი კონფერენციის ჩატარებიდან დღემდე პროექტის ფარგლებში მრავალი სხვადასხვა აქტივობა შესრულდა, მათ შორის: შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან, საჭიროებების შეფასება და სადოქტორო პროგრამებისთვის კატალოგის შექმნა, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ სერვისებში სადოქტორო განათლების Status Quo ანგარიშის შემუშავება, პროექტში ჩართული უნივერსიტეტების სადოქტორო პროგრამების სტრუქტურების შედარებითი ანალიზი, ახალი სასწავლო მოდულების და კურიკულუმის მომზადება, აკადემიური პერსონალის ტრენინგი რუმინეთსა და შვედეთში, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის კვლევითი ლაბორატორიის შექმნა და ახალი აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სხვა.

2020 წელს ახალი სადოქტორო პროგრამა წარდგენილი იქნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით სადოქტორო პროგრამას ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია’’ (პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი პაატა იმნაძე) მიენიჭა აკრედიტაცია.

განახლებულ პროგრამაზე გამოცხადება სულ მალე იქნება დაანონსებული და 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ახალი სტუდენტები ჩაირიცხებიან ევროპულ მოდელთან ჰარმონიზებულ სადოქტორო პროგრამაზე ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია’’.

თარიღი: 16/11/2020