საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი

რუსთაველის ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსს.

 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
(საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა; 
 ბ) დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ;

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.

 

სტაჟირება  უნდა განხორციელდეს   2023 წლის 1 ივნისიდან -  30 ნოემბრის პერიოდში.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ

 

თარიღი: 30/03/2023