საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რიგგარეშე მობილობა

რიგგარეშე მობილობა სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის

სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები მომართავენ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №247/01-01, 30.11.2021)

 

მობილობის ვადები:

პროცედურული ვადები:

დოკუმენტაციის მიღება - 30 ნოემბერი-2 დეკემბერი;

უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 6-8 დეკემბერი;

სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) - 9 დეკემბერი;

საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 10 დეკემბერი;

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 13 დეკემბერი.

 

საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

გამოცდა უცხო ენაში -3 დეკემბერი (1000 საათი);

გამოცდის შედეგების გამოცხადება -3 დეკემბერი;

გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 დეკემბერი (1200 საათამდე);

აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 დეკემბერი.

 

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

რიგგარეშე მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
 

განცხადება;

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;

პირადობის მოწმობის ასლი;

წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

სტუდენტის სასწავლო ბარათი;

უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

(დამოწმებული დოკუმენტაციის წარდგენა წარმოებს შემდეგ მისამართზე):

იურიდიული ფაკულტეტი

მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №118

თარიღი: 01/12/2021