საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჟან მონეს პროექტი “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში მეექვსე ორდღიან ვორქშოპს უმასპინძლა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, ფაკულტეტებისა და თსუ-ის ცენტრალური ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, დაინტერესებული მხარეები და სტუდენტები. 
 

ვორქშოპი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და პროგრამის კოორდინატორის ნინო ლაპიაშვილის მისალმებით გაიხსნა, რომელმაც პროექტის მონაწილეებს გააცნო ორდღიანი შეხვედრის დღის წესრიგი და განსახილველი საკითხების მნიშვნელობა უშუალოდ ევროპისმცოდნეობის სწავლების პროცესში.


ვორქშოპი გაგრძელდა ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის შესაბამისი ელექტრონული სწავლების პლათფორმებზე საუბრით, რომელსაც უძღვებოდა თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნატო ჩუბინიძე, რომელმაც ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში Moodle-ის მაგალითზე განიხილა ონლაინ და ელექტრონული სწავლების საუკეთესო გამოცდილება, ისაუბრა Moodle სისტემის უპირატესობებზე და მისი გამოყენების ტექნიკებზე, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიარიზმის კონტროლის ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა Turnitin.

 

ვორქშოპის დასკვნით ნაწილში პროექტის მონაწილეებმა ევროპისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებაში ერთობლივად გაანალიზეს აკადემიური კეთილსინდისიერების განსაკუთრებული მნიშვნელობა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან მიმართებაში პლაგიარიზმის თავიდან აცილების მეთოდოლოგია, განსაზღვრეს აკადემიური კეთილსინდისიერების რეფორმების საჭიროება, მათ შორის, ამ პროცესში სამთავრობო დონეზე გადაწყვეტილებების მიმღებთა მხარდაჭერის კუთხით და აღნიშნული მიმართულებით შეიმუშავეს რეკომენდაციები. 

 

თარიღი: 27/09/2022