eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ნანი გელოვანის წიგნების პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორ ნანი გელოვანის ორი წიგნის - “ისლამი და მუსლიმები საქართველოში (1918-1991): ისტორიული და რეგიონული კონტექსტი“ და „ისლამური კულტურა და ცივილიზაცია“ - პრეზენტაცია.

 

ნაშრომში „ისლამი და მუსლიმები საქართველოში (1918-1991): ისტორიული და რეგიონული კონტექსტი“ პირველად ქართულ და უცხოურ ისტორიოგრაფიაში, კომპლექსურადაა შესწავლილი, განხილული და გაანალიზებული საქართველოში ისლამისა და მუსლიმების ისტორიის სხვადასხვა ასპექტი ისტორიულ და რეგიონულ კონტექსტში. კვლევა ეფუძნება მრავალრიცხოვან საარქივო დოკუმენტს (300-ზე მეტი), რომელთა დიდ ნაწილს პირველად გაეცნობა სამეცნიერო საზოგადოება.

 

რეგიონის კულტურულ-ისტორიული სპეციფიკის გათვალისწინებით, ისლამური კულტურისა და ცივილიზაციის წარმოშობისა და განვითარების ისტორიაა განხილული და გაანალიზებული ნაშრომში „ისლამური კულტურა და ცივილიზაცია“. წიგნში ისლამური ცივილიზაცია აღწერილია როგორც კომპლექსური ფენომენი, რომელშიც პოლიტიკა, ღვთისმსახურება, მეცნიერება, ხელოვნება, არქიტექტურა, ეკონომიკა, წარმოადგენს რთულ მთლიანობას.

 

ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ პროფესორები, სტუდენტები, საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

თარიღი: 04/06/2026