საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ირმა რატიანის ლექცია პრინსტონის უნივერსიტეტში

„ქართული მწერლობა წითელი ტერორის წინააღმდეგ,“ - ეს იყო თემა საჯარო ლექციისა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟულ აკადემიურ საუნივერსიტეტო სივრცეში  - პრინსტონის უნივერსიტეტში,  თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა გამართა.

 

ლექციის ფარგლებში საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე განხილულ იქნა მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში, საქართველოში საბჭოთა ტოტალიტარული მმართველობის დამყარების შემდეგ, ქართული მწერლობის განვითარების პროცესი. წარმოდგენილი იყო ქართველი მწერლების წინააღმდეგობრივი არჩევანის სხვადასხვა გზა/სტრატეგია წითელი ტერორისა და ბოლშევიკური იდეოლოგიის მიმართ. საკითხი გაშუქებული იყო თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობით მეთოდოლოგიების ჭრილში.

 

ლექცია გაიმართა პროექტის - Georgian Literature Worldwide - ფარგლებში, რომელსაც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ახორციელებს კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასთან ერთად, შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერით.

 

აღნიშნული სალექციო კურსით ამავე დროს დაინტერესებულნი არიან ჰარვარდისა და ტოკიოს უნივერსიტეტები.

თარიღი: 19/05/2023