საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ - მასწავლებელთა კონფერენცია თსუ -108

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მენციერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 10 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "თსუ - 108" გაიმართა.

 

კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ გახსნა.

 

"აკადემიური სივრცის განსაბჭოება საქართველოში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელის მინიჭების ისტორია", "ონტოლოგიურის და ესთეტიკურის ურთიერთმიმართება ფრიდრიხ ვილჰელმ იოზეფ შელინგის ფილოსოფიაში", "თბილისის უნივერსიტეტის დაარსება და აფხაზური და ოსური ენების სწავლების საკითხი", "თსუ-ის პროფესორთა საბჭოს საგანგებო სხდომის დადგენილება (1921 წლის 16 თებერვალი)", ,,უჩინარი ხელის’’ მეტაფიზიკა პოლიტიკურ ფილოსოფიაში" და აშ.

 

ღონისძიების ფარგლებში  ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ დემურ ჯალაღონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ივანე ჯავახიშვილის მედალი გადაეცა.  

თარიღი: 10/02/2026