საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 თებერვალს პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. პლაგიატის პრევენციის დღესთან დაკავშირებით, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის „აკადემიური  კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა რიგი აქტივობები:

1) ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორის, ევროპული კვლევების პრეზიდენტის, EUA CDE საბჭოს წევრის, ექსპერტის, ედვინ კონსტაბლის მიერ მომზადდა 3 ვიდეო-ლექცია კვლევის კეთილსინიდისიერების, დიდ  მონაცემთა დამუშავებისა და აკადემიური გადაცდომის სახეების (ფაბრიკაცია, ფალსიფიკაცია, პლაგიატი) შესახებ. ვიდეო-ლექციები აიტვირთა თსუ-ს YouTube გვერდზე და lms-ით მიეწოდათ სტუდენტებს;

2) ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან ერთად დაიგეგმა და ჩატარდა ონლაინ  ტრენინგი აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და პლაგიატისგან თავის არიდების თემებზე. ასევე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის ნინო პავლიაშვილის ონლაინ საჯარო მოხსენება გაიმართა,  რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია საბიბლიოთეკო წიგნადი ფონდის, ელექტორნული რესურსებისა და აკადემიური მხარდაჭერის სერვისების შესახებ. აღნიშნულ ღონისძიებაზე 160 სტუდენტი დარეგისტრირდა. 

3) თსუ-ს ყველა სტუდენტს, LMS-ის საშუალებით დაეგზავნათ პროექტ INTEGRITY-ის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო რესურები (გაიდლაინები, ვიდეო-ლექციები, ვიდეო ტუტორიალები და სხვ.).

თარიღი: 22/02/2021