საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

პირველსემესტრელ  სტუდენტთათვის სავალდებულოა ხელშეკრულების გაფორმება და ანკეტის ელექტრონული ვერსიის  შევსება (ანკეტა გააქტიურდება 6 სექტემბერს).  

შექნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით პირველსემესტრელთა წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. 

ხელშეკრულების გაფორმების, დოკუმენტაციის წარმოდგენის და ანკეტის შესავსებად გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას!

მითითებული ანკეტის საშუალებით გადახვალთ lms.tsu.ge-ზე, სადაც შესასვლელად დაგჭირდებათ მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითება. პირველ ეტაპზე მომხმარებლის სახელიც და პაროლიც არის თქვენი პირადი ნომერი. პორტალზე შესვლისთანავე მოგეთხოვებათ პაროლის შეცვლა, რადგან დასახელებული პაროლი არის ერთჯერადი.

აღნიშნული საფეხურის გავლის შემდგომ გაგეხსნებათ შესავსები ანკეტა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია შეიყვანოთ სწორად. გარდა ინფორმაციული ველების შევსებისა, თქვენ უნდა ატვირთოთ ის დოკუმენტაცია, რომელიც მითითებულია ქვემოთ (მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფოტოსურათი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხელშეკრულება, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის) და სხვ).

იმისათვის, რომ თქვენ აღნიშნული პროცესი გაგიმარტივდეთ, ანკეტაში დაგხვდებათ თქვენს სახელზე მომზადებული ხელშეკრულების ფორმა (შესაბამისი ფაკულტეტის, პროგრამის, სწავლის საფასურის, გრანტის ოდენობის მითითებით), რომელსაც ჩამოტვირთავთ, გააკეთებთ მასზე ცოცხალ ხელმოწერას (თუ თქვენ არასრულწლოვანი ხართ დოკუმენტს ხელს მოაწერს თქვენი წარმომადგენელი) და სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად ატვირთავთ ამავე ანკეტის ფორმაში.

მხოლოდ ზემოთ მითითებული პროცესის დასრულების შემდგომ დაადასტურებთ და შეინახავთ ანკეტას. ამით სრულდება პირველსემესტრელი სტუდენტისთვის ხელშეკრულების გაფორმების,  პორტალზე რეგისტრაციის და დოკუმენტაციის წარმოდგენის პროცედურა.


2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება - 6 - 14 სექტემბერი;  (აუცილებელია ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია  აიტვირთოს  არაუგვიანეს 14 სექტემბრის 18:00 საათისა)

აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) - 15 - 20 სექტემბერი;
 

დოკუმენტაციის ატვირთვა და გადმოგზავნა წარმოებს ელექტრონულად:

დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის (ადგილზე მოტანის) ვადა განისაზღვრება მოგვიანებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:  (რექტორის ბრძანება N 149/01-01, 26.08.2021)

  • დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის (ატვირთვის) შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (დასკანერებული ვერსია), ხოლო მატერიალურად წარმოდგენისას ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ელექტრონულად წარმოდგენის (ატვირთვის) შემთხვევაში  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ელექტრონული ასლი (დასკანერებული ვერსია), მატერიალურად წარმოდგენისას  ასლი (დედნის წარმოდგენით);
  • ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე (CD-ზე  წარმოდგენა საჭიროა დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის შემთხვევაში);

  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/დასკანერებული ვერსია (ვაჟებისათვის);

  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/დასკანერებული ვერსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:

პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად  ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში (6 - 14 სექტემბერი).

პირველსემესტრელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის სრული საფასურის ნახევარი 1125 

ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში-337.50 ლარი, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში-562.50 ლარი.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია თქვენი პირადი ნომრით თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკში (ოპერატორთან ან Pay Box-ის ან მობაილბანკის მეშვეობით), ლიბერთი ბანკში (ოპერატორთან). ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას.

სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.
 

არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის და მშობლის პირადობის მოწმობის ატვირთვის შემთხვევაში.

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შეძლებთ სასწავლო კურსების არჩევას (აკადემიური რეგისტრაციის გავლას). აკადემიური რეგისტრაცის ვადაა 15 - 20 სექტემბერი.

2021-2022სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები ( ბრძანება №128/01-01, 02.08.2021)

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს
საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ტელ. (+995 32) 2 25 04 84; 577 23 38 38
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი,  დეკანატის ფლიგელის შესასვლელი , ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 1734).
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №201. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა  6220; 6221; 6223).
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი,  სართული პირველი,  (რესურსცენტრი  N3), ტელ.: (+995 32) 2 25 04 84  (შიდა  (9740; 9741).
  • ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 8521; 8535;) 599 70 49 60.
  • იურიდიული ფაკულტეტი - - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე , ოთახი N224 ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 2220,  2224, 2225, 2227 )

    სტუდენტებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით Facebook გვერდზე შექმნილია პირველსემესტრელთა მხარდაჭერის ჯგუფი, საიდანაც მიიღებთ ინფორმაციას სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე: თსუ იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელთა მხარდაჭერის ჯგუფი 2021

  • მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N1 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 25 04 84  
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ, III კორპუსი, ოთახი №107 ტელ.: (+995 32)  2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223).
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა -  მის.: ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N55, ოთახი 205, ტელ.: (+995 32)  2 25 04 84  (შიდა - 1734).
თარიღი: 17/09/2021