გილოცავთ სტუდენტური ცხოვრების დაწყებას!
18 სექტემბერს გიწვევთ 2026 წლის პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველკურსელი სტუდენტებისთვის გაიმართება.
ღონისძიების დეტალები:
ადგილი: რუსთავის ცენტრალური პარკი
შეკრების დრო: 17:00 საათი
შეკრების ადგილი: ი.ჭავჭავაძის გამზირი, თსუ I კორპუსი
ღონისძიება დაიწყება 19:30 საათზე
თქვენ გელოდებათ მუსიკა, კარგი განწყობა, ახალი მეგობრები და ბევრი დაუვიწყარი ემოცია!
რუსთავში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და დაგვიდასტუროთ ღონისძიებაში მონაწილეობა.
ღონისძიებაზე დასწრებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/J5xfa