საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველი უნივერსიტეტი - პირველი არჩევანი!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 67 საბაკალავრო  საგანამანათლებლო პროგრამაზე 4015 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უმრავლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ყველაზე მაღალი აქვს, ჩვენი უნივერსიტეტი პირველი არჩევანის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადია. პირველი უნივერსიტეტი პირველ პრიორიტეტად 7711 აბიტურიენტმა დაასახელა, შესაბამისად, პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე ყველაზე მაღალი კონკურსი თსუ-შია.

პირველი არჩევანის მიხედვით ყველაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა შემდეგ მიმართულებებზე - საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, მედიცინა, ფილოსოფია, სამართალი, ქართული ფილოლოგია, ისტორია, საერთაშორისო სამართალი, დაწყებითი განათლება, ფსიქოლოგია, ეკონომიკა.



























თარიღი: 12/06/2019