სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა სასერტიფიკატო კურსზე.
დასაწყისი: 2026 წლის 8 ოქტომბერი
სწავლების ფორმა: სააუდიტორიო
კურსის ხანგრძლივობა: სამშაბათი და ხუთშაბათი 19:00 – 21:30
კურსის საათობრივი განაწილება: კვირაში 5 სთ;
კურსის მოცულობა: 6 კვირა, 30 სთ
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ელექტრონულად (იხილეთ ბმული) - 2026 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია კურსის და განრიგის შესახებ - რეგისტრაციის დასრულების შემდეგ - მონაწილეებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე.
კურსის ღირებულება: 460 ლარი.
მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, ოთახი 118.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კურსზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია!
დამატებით ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ კურსის კოორდინატორს:
მარიამ ბურჭულაძე - mariamburchuladze777@gmail.com - tel /WhatsApp: +995 571551010