საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ორმოცდაათმა სტუდენტმა Lingwing-ის დისტანციური კურსი გაიარა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმოცდაათმა სტუდენტმა Lingwing-ის დისტანციური კურსი გაიარა, რომლის ხანგრძლივობა ორი კვირა იყო. 
გამოვლინდა 10 საუკეთესო, რომელთაც კომპანიამ საჩუქრად პრემიუმ პაკეტები გადასცა და ისინი სწავლას აგრძელებენ. 
სტუდენტების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა Lingwing-ის სწავლების ხარისხსაც და მეთოდსაც, რადგან ონლაინ სწავლება იძლევა საშუალებას ჰქონდეთ წვდომა კურსებზე 24 საათის განმავლობაში, უნივერსიტეტსა თუ სახლში. 
მათ შეუძლიათ იმეცადინონ კომპიუტერით ან მობილური ტელეფონებით, აირჩიონ მათთვის სასურველი დონე და კურსი.
Lingwing არის უცხო ენების ინტერაქტიული სწავლების პლატფორმა.
სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს და 6 უცხო ენის (ინგლისური, ესპანური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, რუსული) შესწავლა არის შესაძლებელი.
ამჟამად პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 120 000 მომხმარებელი. ენების შესწავლა შესაძლებელია საიტის www.lingwing.com და მობილური აპლიკაციების მეშვეობით. Android: https://goo.gl/GCkSIh
iOS: https://goo.gl/h40Bmt
თარიღი: 27/03/2019