საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნაშრომების მიღება ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ 2026 წლის №7 გამოცემისთვის

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა ნაშრომების მიღება ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პერიოდული გამოცემის, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის − „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის” (CONTEMPORARY LABOUR LAW REVIEW) 2026 წლის №7 გამოცემისთვის.

 

1. ნაშრომის წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ პირს;

 

2. სასურველია, ნაშრომს ჰყავდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი ავტორი;

 

3. ჟურნალისთვის შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით და არ უნდა იყოს სხვაგან გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული;

 

4. ნაშრომი შეიძლება მომზადდეს ქართული შრომის სამართლისთვის აქტუალურ ნებისმიერ თემატიკაზე, რომელიც პასუხობს ჟურნალის კონცეფციას (იხ. დანართი №1) და შემოთავაზებულია შემდეგი რომელიმე რუბრიკის ფარგლებში:

 

ა) სტატია; ბ) კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების ანალიზი; გ) სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი; დ) სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა; ე) რეცენზია პუბლიკაციაზე.

 

5. ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) ნაშრომი (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 გვერდს, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით; ბ) რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს; გ) სამართლის დოქტორის ხარისხის არმქონე პირის მიერ ნაშრომის წარმოდგენის შემთხვევაში, დოქტორის ხარისხის მქონე შესაბამისი სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (რეცენზენტის ხელმოწერითა და დასკანირებული სახით); დ) ავტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო რეკვიზიტები;

 

6. ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა). სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს;

 

7. ნაშრომი და რეზიუმე შესრულებული უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტში, როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი ტექსტი − Sylfaen-ის ფონტით. ნაშრომის ძირითადი ტექსტის ფონტის ზომა უნდა იყოს 12, სქოლიოების ტექსტის ფონტის ზომა – 10, სტრიქონებს შორის დაშორება – 1.0 ინტერვალი;

 

8. ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური წერის დადგენილ სტანდარტებს/სტილს (იხ. დანართი №2), ხოლო, რეზიუმე შესაბამისობაში უნდა იყოს მისი შედგენისთვის განსაზღვრულ სტანდარტებთან (იხ. დანართი №3);

 

9. ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს მიერ, ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ასევე, ნომრის საერთო მოცულობის გათვალისწინებით. რედაქცია იტოვებს უფლებას, ავტორ(ებ)თან შეთანხმებით, ნაშრომში შეიტანოს სარედაქციო ხასიათის ცვლილებები; მიღებული ნაშრომის გასწორებული ვერსია ან დაწუნებული ტექსტი ავტორ(ებ)ს არ უბრუნდება. ამასთან, რედაქციისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება;

 

10. ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. საავტორო ჰონორარი არ არის გათვალისწინებული. თითოეული ავტორი მიიღებს გამოცემული ჟურნალის 1 ეგზემპლარს;

11. დოკუმენტები მიიღება 2025 წლის 16 დეკემბრიდან 2026 წლის 30  აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე – contlablawrev@gmail.com   

 

იხ. ჟურნალის Facebook გვერდი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად/კონსულტაციის გასავლელად მიმართეთ რედაქციას ზემოთ მითითებულ მისამართებზე.

თარიღი: 16/12/2025