საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მონაცემთა ვიზუალიზაცია

შექმენი მონაცემთა საუკეთესო ვიზუალიზაცია და მოიგე ფულადი პრიზები.
საპრიზო ფონდი 6000 ლარია


კონკურსის პრინციპი მარტივია  -  თქვენი დავალებაა, https://askgov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემთა ვიზუალიზაცია შექმნათ. მონაცემთა ვიზუალიზაცია მოიაზრებს:
- ინტერაქტიულ ვიზუალიზაციას (იტერაქციული დეშბორდი, რუკა, ა.შ)
- სტატიკურ ვიზუალიზაციას ინფოგრაფიკას);
- ანიმაციურ გიფს
- სხვას.

ვიზუალიზაციის შესაქმნელად, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ხელსაწყო გამოიყენოთ, მაგალითად Piktochart, Canva, Adobe Illustrator, Tableau, Adobe Premiere და ა.შ.

მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ ინდივიდუალურად ან მეწყვილესთან ერთად.

https://askgov.ge-ზე მონაცემების ნაწილი უკვე განთავსებულია, ნაწილიც პერიოდულად დაემატება. თქვენ შეგიძლიათ, გაეცნოთ მონაცემებს და საინტერესო თემის აღმოჩენის შემთხვევაში, უკვე არსებული მონაცემები გამოიყენოთ. გარდა ჩვენ მიერ განთავსებული მონაცემებისა, თქვენ საშუალება გაქვთ, თქვენვე გამოითხოვოთ მონაცემები ამავე პორტალიდან და დაელოდოთ პასუხს.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

თარიღი: 12/01/2022