კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
ღონისძიების მონაწილეებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე მიესალმა.
მოხსენებები წარმოადგინეს თსუ და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის მასწავლებლებმა.
კონფერენციაში მონაწილეობენ გერმანიის, ესპანეთის, აშშ-ის, იაპონიის, ჩინეთის, უნგრეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ფინეთის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.
კონფერენციის სამუშაო თემები და სექციებია:
მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL);
ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით;
მეორე / უცხო ენის სწავლა / სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
ელექტრონული / დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;
ინტერკულტურული / მულტიკულტურული განათლების ასპექტები;
მრავალფეროვანი კლასის მართვა და ენის სწავლება;
ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.