მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა „მასწავლებელი“
ადმინისტრაციული გზამკვლევი ანუ რა უნდა ვიცოდეთ
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიში ჩაბარებული საგნის გამოცდა.
ძირითადი ეტაპები/ნაბიჯები
25 აგვისტო - 8 სექტემბერი - რეგისტრაცია - მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოთ პორტალზე uni-can.tsu.ge.
გაითვალისწინეთ, რომ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ ფაკულტეტზე;
რეგისტრაციის ვადებში პორტალზე მიიღებთ ინფორმაციას ატვირთული დოკუმენტების ვალიდურობის/შესაბამისობის შესახებ (დოკუმენტის შეუსაბამობის შემთხვევაში რეგისტრაციის ვადებშივე შეძლებთ მის ჩანაცვლებას);
14 სექტემბერი - გამოცდა (ანალიტიკური ესე) (უნივერსიტეტის ქ.№11, თსუ ბიბლიოთეკა);
გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
16 სექტემბერი - გამოცდის შედეგის გადამოწმებას შეძლებთ პორტალზე uni-can.tsu.ge;
19 სექტემბერი - მიიღებთ საბოლოო ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ (uni-can.tsu.ge);
22-23 სექტემბერი - ჩარიცხვის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია ხელშეკრულების გაფორმება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენა (თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი 110).
ყურადღება! ხელშეკრულების გაფორმების გარეშე პროგრამაზე ვერ ჩაირიცხებით.
26 - 28 სექტემბერი - დააფიქსირებთ საგნებს ანუ გაივლით აკადემიურ რეგისტრაციას პორტალზე uni.tsu.ge (პორტალზე შესასვლელად როგორც მომხმარებლის, ასევე პაროლის ველში შეგყავთ პირადი ნომერი).
აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში შეგიჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.
სწავლა იწყება 28 სექტემბერს
საინფორმაციო ბმულები:
წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ვადები
მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა „მასწავლებელი“
2026-2027 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები
მნიშვნელოვანი საკონტაქტო ინფორმაცია:
mastsavlebeli.pes@tsu.ge ან tekle.gamgebeli@tsu.ge;
პროგრამის ხელმძღვანელი - ქეთევან ჭკუასელი (ketevan.chkuaseli@tsu.ge);
აკადემიური რეგისტრაცის დროს კურსის არჩევასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პორბლემის ან კონსულტაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს - tekle.gamgebeli@tsu.ge ან uni.tsu.ge-დან.
თსუ-ის ადმინისტრაციის სამუშაო დრო:
ორშაბათი - ხუთშაბათი 9:00-18:00
პარასკევი - 9:00-17:00
შესვენება 13:00-14:00