საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასტერკლასი "წერის არქიტექტურა"

პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული უნარების გავარჯიშება ლიტერატურულ გამოწვევაში, ტრადიციული მასტერკლასი "წერის არქიტექტურა" იწყებს აპლიკანტების განაცხადების მიღებას.

კურსი საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ თანამედროვე, ქართველი მწერლები და მათგან მიიღოთ უკუკავშირი, გაანალიზოთ თქვენი ნამუშევრები და დახვეწოთ ხელწერა, მოისმინოთ პრაქტიკული მაგალითების განხილვა და თავად ჩაერთოთ ლიტერატურულ გამოწვევაში.

წელს მასტერკლასის ტრენერები არიან: ანნა კორძაია - სამადაშვილი, დავით გაბუნია, ზაალ ჩხეიძე.

ტრენინგში მონაწილეობისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

შემოსული აპლიკაციებიდან ჟიური შეარჩევს 12 მსურველს, რომლებიც 7 აგვისტოს მთელდღიან ტრენინგს დაესწრებიან, ხოლო შემდეგ, პრაქტიკული უნარების გავარჯიშებისთვის 10 დღიან ლიტერატურულ გამოწვევაში ჩაერთვებიან.

აპლიკაციები მიიღება 1 აგვისტოს ჩათვლით.

თარიღი: 22/07/2021