საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლიტერატურული კონკურსი ოსური ენის დღესთან დაკავშირებით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ოსური ენის დღესთან დაკავშირებით  15 მაისს ატარებს ლიტერატურულ კონკურსს.

კონკურსი ჩატარდება შემდეგ სექციებში:


1.მხატვრული კითხვა (ლექსი, პროზა (ნაწყვეტი);

2.კარნახით წერა (ოსური ტექსტი);

3.ოსურ ენაზე დაწერილი მხატვრული ნაწარმოები (მოთხრობა, ლექსი, ნოველა და სხვ.);

4.მოკლე ტექსტის თარგმნა (ქართულიდან - ოსურად, ან - პირიქით);

5.საუკეთესო კალიგრაფია;

6.საუკეთესო ნახატი;

7. სიმღერა (ქართულ ან ოსურ ენაზე).



კონკურსში მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

bepieva.naira@gmail.com
599 10 11 64;
577 25 88 68;
stsotniashvili@gmail.com
595 958 200

თარიღი: 10/05/2022