სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი“ ციფრული ჰუმანიტარიის სამეცნიერო ფესტივალ „საკვანძო სიტყვის“ ფარგლებში გთავაზობთ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას.
როგორ იქცევა დიალექტურ კორპუსში ნაპოვნი ამბავი ლიტერატურულ ტექსტად? როგორ უნდა ვიპოვოთ შთაგონება ნამდვილ, ზეპირ ისტორიებში?
ლიტერატურული მარათონი „საკვანძო სიტყვა“ დიალექტური კორპუსის (Corpora.co) ტექსტების შთაგონებით წერას გთავაზობთ. ვიპოვოთ კორპუსში სწორედ ის, ერთადერთი ამბავი და ვაქციოთ მხატვრულ ტექსტად!
მონაწილეობა შეუძლია წერით დაინტერესებულ ყველა მსურველს.
მსურველებმა რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ "საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის" გვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაზე: sakvandzo.sitkva@gmail.com
• დრო: 2026 წლის 25 მაისამდე.
ლიტერატურული მარათონის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა.
კონკურსი ითვალისწინებს ონლაინფორმატით მონაწილეობასაც.
• ყველა ფინალისტი მწერლის ნაწარმოები დაიბეჭდება კონკურსის კრებულში.
კონკურსის შედეგების წარდგენა და დაჯილდოება ციფრული ჰუმანიტარიის სამეცნიერო ფესტივალის „საკვანძო სიტყვის“ ფარგლებში, 2026 წლის 4 ივნისს, თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. ( უნივერსიტეტის N4)
• პლატფორმა: ქართული დიალექტური კორპუსი შეიქმნა პროექტ „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის“ ფარგლებში და წარმოადგენს ქართული ენის დიალექტების კორპუსული დოკუმენტირების პირველ მცდელობას.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თსუ ბიბლიოთეკა.