საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლიეტუვური ენისა და კულტურის 2026 წლის ზაფხულის კურსი

გამოყენებითი მეცნიერებების SMK კოლეჯი იწვევს სტუდენტებს, ლექტორებსა და მკვლევარებს  - მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ლიეტვის ენისა და კულტურის 2026 წლის ზაფხულის კურსში.

 

ეს 30-დღიანი პროგრამა აერთიანებს ლიეტუვური ენის ინტენსიურ შესწავლას საინტერესო სემინარებთან, კულტურულ ღონისძიებებთან, ექსკურსიებთან და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასთან, რაც მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლონ ლიეტუვური ენა, ისტორია, კულტურა და თანამედროვე ცხოვრების წესი.

 

კურსის თარიღები: 2026 წლის 1 ივლისი - 30 ივლისი
ადგილმდებარეობა: გამოყენებითი მეცნიერებების SMK კოლეჯი, კალვარიჯის ქუჩა 137E, ვილნიუსი, ლიეტუვა


განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 18 მარტი

ფინანსური მხარდაჭერა: შერჩეული მონაწილეები მიიღებენ 962 ევროს ოდენობის სტიპენდიას, ხოლო სწავლის საფასურს სრულად დაფარავს ლიეტუვის რესპუბლიკა და პირდაპირ გადაეცემა SMK-ს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის, განთავსების და სხვა პირადი ხარჯები მონაწილემ უნდა დაფაროს.

 

 პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

ბაკალავრის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს

უცხო ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ან კვლევითი დაწესებულებების ლექტორებსა და მკვლევარებს

ლიეტუვური წარმოშობის უცხოელებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მონაწილეობის კრიტერიუმებს

პრიორიტეტი ენიჭებათ პირველად მონაწილეებს, ლიეტუვური ენის ან კულტურის საზღვარგარეთ შემსწავლელ პირებს და შერჩეული ქვეყნებიდან აპლიკანტებს (დეტალები ხელმისაწვდომია ოფიციალურ კონკურსში).

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ბმული: https://smk.lt/en/naujienos/lithuanian-language-and-culture-course-2026/

 

პროგრამის ან განაცხადის პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

დონატა დულკე

პროექტის მენეჯერი

ლიეპოს ქ. 83B, კლაიპედა, ლიეტუვა
+370 601 75094
www.smk.lt

თარიღი: 12/02/2026