საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია - ერთიანი ბაზრის დაარსებიდან 30 წლისთავი

ევროკავშირის ჩეხეთის თავმჯდომარეობა და ევროკომისიის შიდა ბაზრის, მრეწველობის, მეწარმეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის გენერალური დირექტორატი ახორციელებენ კონფერენციას ერთიანი ბაზრის დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით. კონფერენციაში ჩართულნი იქნებიან მკვლევრები აკადემიური წრეებიდან და პოლიტიკის შემქმნელები ევროკავშირისა და ეროვნული ინსტიტუტებიდან, რომლებიც წარმოადგენენ საკუთარი კვლევის შედეგებსა და პოლიტიკის შეხედულებებს ერთიან ბაზართან დაკავშირებით.


პირებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი კვლევის წარდგენით, ნაშრომები უნდა წარმოადგინონ ელ. ფოსტაზე GROW-SM-CONFERENCE@ec.europa.eu არაუგვიანეს 2022 წლის 26 სექტემბრისა. აღნიშნული ნაშრომები სასურველია ეხებოდეს შემდეგ თემებს:

1) ერთიან ბაზარზე ინტეგრაცია:

  • ინტეგრაციის გრძელვადიანი ტენდენციები, საქონლის, მომსახურების, შრომის, კაპიტალის ოთხი განზომილების გასწვრივ; ძირითად ეტაპებზე და სამომავლო პერსპექტივაზე ფოკუსირებით;
  • შემდგომი ინტეგრაციის შესაძლებლობები და გამოწვევები, მათ შორის მომავლის საკითხები (სერვისებში შემდგომი ინტეგრაციის პოტენციალი; კონკრეტული შეზღუდვების მოხსნის გავლენა; დიგიტალიზაციის გავლენა);
  • აღსრულების ახალი, გაფართოებული კონცეფცია: გამოსასწორებელის გარდა (დარღვევის სამართალწარმოების), ასევე პრევენციული (შეტყობინებები) და თანამშრომლობითი (ერთიანი ბაზრის აღსრულების სამუშაო ჯგუფი - SMET)/პაკეტის შეხვედრები, ინსტრუმენტები;
  • პროდუქტიულობა, ბაზრის ზომა და პროდუქტის დიფერენციაცია;
  • ინტეგრაციის დისტრიბუციული და შრომის ბაზრის ეფექტი (შემოსავალი და მსყიდველობითი ძალა; ხელფასი და მობილურობა).
     

2) ერთიანი ბაზრის გარე განზომილება:

  • საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვები და ღია სტრატეგიული ავტონომია: რა როლი აქვს ერთიან ბაზარს?
  • ერთიანი ბაზრის ცვალებადობის შეფასება გლობალურ ეკონომიკაში: მიმზიდველობა, კონკურენტუნარიანობა და სხვ.
  • კრიზისის მართვა ერთიანი ბაზრით და გარე გამოწვევებისადმი მდგრადობა.


მიღებული ნაშრომების ავტორებს შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შესახებ ეცნობებათ 2022 წლის 28 ოქტომბერს.


შერჩეული ნაშრომები წარდგენილნი უნდა იქნას კონფერენციაზე  2022 წლის 7 დეკემბერს, პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. კონფერენციაზე წარმოდგენილი ყველა ნაშრომი განთავსდება ევროკომისიის შიდა ბაზრის, მრეწველობის, მეწარმეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის გენერალური დირექტორატის ვებგვერდებზე.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ელ. ფოსტაზე: GROW-SM-CONFERENCE@ec.europa.eu, ან ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://ec.europa.eu/growth/calls-expression-interest_en

თარიღი: 21/06/2022