საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსის - ,,ანიდან ჰოემდე“ დაჯილდოების ღონისძიება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში  ქართული დიასპორის მოსწავლეებისათვის თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა განახორციელა კონკურსი ,,ანიდან ჰოემდე“. 24 დეკემბერს დაჯილდოების ღონისძიება  გაიმართა. კონკურსი ორი ნომინაციისაგან შედგებოდა: ა) სამეცნიერო-პოპულარული ესეების ნომინაცია; ბ) სამეცნიერო-პოპულარული ვიდეორგოლების ნომინაცია. ნაშრომების შეფასება საკითხის ცოდნასთან ერთად ითვალისწინებდა ქართული ენის ცოდნის დონეს, თხრობის ორიგინალობას.
 

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის მოსწავლე-ახალგაზრდებმა არაერთი ქვეყნიდან: ამერიკა, ირლანდია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი. თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდა სამი გამარჯვებული - I, II და III ადგილის მფლობელები. გამარჯვებულების გარდა, სამახსოვრო საჩუქრები და ჯილდოები მიიღეს საუკეთესო ნაშრომების ავტორებმა.
 

 

კონკურსის მიზანი იყო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში  ქართული მეცნიერების პოპულარიზაცია, მის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქართული ენის ცოდნის განმტკიცება, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან მათი დაახლოება.

 

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო-პოპულარული სახის ტრენინგი ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ქართული ანბანის განვითარების საფეხურები, ისტორია, თეორიები. მსმენელებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების აქტუალურ თემებზე.

 

 

თარიღი: 24/12/2021