საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტის (გერმანია) საზაფხულო სკოლის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტის (გერმანია) საზაფხულო სკოლის სტიპენდიების მოსაპოვებლად

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ  ბაკალავრიატის საფეხურის მეორე და მესამე კურსის და მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს.
მიმართულებები: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული, ეკონომიკა და ბიზნესი.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება/შეფასება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ  14 თებერვლის  12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო  დოკუმენტების ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ერთ-ერთი:
-2019 წლის 13 მარტს და წლის 1-2  ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71);
-მოქმედი ენის საერთაშორისო სერტიფიკატები (TOEFL (iBT) - მინიმალური ქულა - 87, IELTS - მინიმალური საშუალო ქულა 6.5);
-უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული კემბრიჯის სერტიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);

სტიპენდია ფარავს:
საცხოვრებელი ბინის და კურსების საფასურის ხარჯებს.

გამარჯვებულმა სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო მგზავრობისა და  საერთაშორისო დაზღვევის და კვების ხარჯები.

დამატებითი ინფორმაცია: 
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge

თარიღი: 30/01/2020