საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი მეორე საერთაშორისო Excellence school-ში მონაწილეობის მისაღებად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამის - „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)” (I2Q პროექტი), უმაღლესი განათლების კომპონენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა. დაგეგმილი ღონისძიებები თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების ეროვნულ სტრატეგიასთან და მიმართულია საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან პარტნიორობის დამყარებაზე, უნარებისა და კომპეტენციის გაძლიერებაზე, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაზე, შრომის ბაზართან კავშირების ხელშეწყობაზე, ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე, სტუდენტებისა და ახალგაზარდა მკვლევრების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.

ამ მიმართულებით ერთ-ერთ მნიშველოვან აქტივობას წარმოადგენს ე.წ. International Excellence School-ის ჩატარება, რაც მიზნად ისახავს ადრეული კარიერის მკვლევრებისა (მაგ. დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები და მკვლევარები დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან 5 წლის განმავლობაში) და აკადემიური პერსონალის მომზადებას კვლევის მართვისა და ინოვაციის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება.

I2Q პროექტის ფარგლებში “International Excellence School“ 3-ჯერ ჩატარდება, რაც გააძლიერებს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების შესაძლებელობებს საგრანტო პროექტების შემუშავების, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით. ამ ეტაპზე, გამოცხადებულია კონკურსი მეორე საერთაშორისო Excellence school-ში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიების თემატიკაა: „ინტერსექტორული თანამშრომლობა, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ინოვაცია“. მეორე საერთაშორისო Excellence school ჩატარება 2024 წლის 5-7 ივლისს არის დაგეგმილი, ქ. ბათუმში. მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 მაისი, 16:00 საათი.

ღონისძიება ტარდება საერთაშორისო ტენდერით შერჩეული საკონსულტაციო კომპანიის – UCL Consultant (საკონსულტაციო კომპანია Savvy Business sLtd-სთან თანამშრომლობით) მომსახურების ფარგლებში. მეორე საერთაშორისო Excellence School–ის მასპინძელია ბათუმის 2 შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან პარტნიორობითა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) თანადგომით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი

თარიღი: 23/04/2024