საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი მედიაწიგნიერების განვითარების ხელშესაწყობად

მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით, სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, ფაქტების გადამოწმების, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის დაგეგმილია მედიაწიგნიერების კონკურსის ორგანიზება. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. მის ფარგლებში, სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება: აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, სხვ.) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია), წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო, შესაძლო მოტივები და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი. დავალების წარმოსადგენად სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული ფორმა. საკონკურსო ნამუშევრები სტუდენტებმა მითითებულ ლინკზე უნდა გამოგზავნონ 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით.

თარიღი: 26/10/2020