საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის

 ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშემწყობი ფონდი აცხადებს კონკურსს შემდეგ სასწავლო პროგრამებზე: ლიეტუვის სასტიპენდიო კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლისთვის. ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსოფლიოს 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ეთნიკურად ლიეტუველ ახალგაზრდებს. (2014-2022 წლებში ამ პროგრამით საქართველოს 138-მა მოქალაქემ ისარგებლა);

 

საქართველოს მოქალაქეებს (ასევე ახალგაზრდებს მსოფლიოს 31 ქვეყნიდან) შესაძლებლობა აქვთ, ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია მიიღონ და ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე;

 

საქართველოს მოქალაქეებს (ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის წარომადგენელს) ასევე, საშუალება აქვთ, მიიღონ ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია და ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლონ ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე, ერთი ან ორი სემესტრის განმავლობაში. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს, ასევე ლექტორებსა და მკვლევარებს (ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის მიმართულებით).

 

წინამდებარე ბმულებზე განთავსებულია ინფორმაცია 2023 წელს გამოცხადებული კონკურსების თაობაზე:

კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე: https://studyin.lt/scholarships/full-time-master-degree-studies/

 

კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრით) სასწავლო პროგრამებზე: https://studyin.lt/scholarships/short-term-studies/

 

კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრით) ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე: https://studyin.lt/scholarships/lithuanian-short-term-studies

თარიღი: 31/03/2023