საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ზალცბურგის უნივერსიტეტის პერსონალის კვირეულზე დასასწრებად

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ზალცბურგის უნივერსიტეტის (ავსტრია) მიერ 2019 წლის 4-14 აპრილს ორგანიზებულ პერსონალის კვირეულზე დასასწრებად!

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ პროფესორებს შემდეგი მიმართულებებიდან: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ევროპული კვლევები.

კვირეულის პროგრამა: დანართი 1, დანართი 2

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გადმოგზავნონ ა/წ 12 თებერვლის 12:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:outgoingmobility@tsu.ge!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე; სალექციო კურსების მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 3

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია დაბინავებისა და კვების ხარჯების დასაფარად, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.

დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;
გასაუბრების პერიოდში (სავარაუდო თარიღი: 14 თებერვალი), საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 10 თებერვლის 11 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები.


თარიღი: 05/02/2019