საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარიზ-საკლის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

გამოცხადდა კონკურსი თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარიზ-საკლის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და საფრანგეთში.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკისა და ბიოლოგიის მიმართულების და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

 

 

მობილობის პერიოდი: 2021 წლის ოქტომბერი-2022 წლის ივნისი

 

მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე/10 დღე

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, მათ შორის, წარსადგენი საბუთების სიის სანახავად, ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

თარიღი: 16/09/2021