საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (თურქეთი)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის:
- ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: ეკონომიკა, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია;
- მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ეკონომიკა, ბიზნესი, ევროპული კვლევები, ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, განათლების მეცნიერებები;
- დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: არქეოლოგია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ფილოსოფია, ისტორია, განათლების მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 25 დეკემბრის 14:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
შევსებული სააპლიკაციო ფორმა - დანართი 1
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2018 წლის 9 ოქტომბერი ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (B2) დონე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი (სავალდებულოა, 30 კრედიტის ოდენობის საგნების არჩევა), კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 2
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
დასტურის წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (სავალდებულოა დოქტორანტურის საფეხურის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც თემაზე აპირებენ მუშაობას და არ ირჩევენ 30 კრედიტის ოდენობის საგნებს) დანართი 3

შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიის მინიჭება (ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ლიმიტი 275 ევრო).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

დამატებითი ინფორმაცია:

-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
-კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სხდომა/გასაუბრება იგეგმება ა/წ 27 დეკემბერს;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.





თარიღი: 17/12/2018