საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 

სტიპენდია ემსახურება ახალგაზრდებში მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების საგნების შესწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

 

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრება არის 80% და მეტი, აქვთ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურნი.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ 2017 წლის 12 სექტემბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის N11 დადგენილება ,,აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე".

თარიღი: 20/03/2023