საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა

24 - 31 ივლისს, ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, მის ერთ-ერთ სამთო სასტუმროში, ყაზბეგში, გაიმართება კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა. პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო მკვლევარ-ექსპერტების და ამ დარგის ქართველი ლექტორ-პროფესორების მოწვევას, რომლებიც სკოლის მონაწილეებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებენ და სხვადასხვა თემის შესახებ გამართავენ ლექციებს. 

მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (მგზავრობა, განთავსება, კვება) ფარავს ორგანიზატორი მხარე. 

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა არაუმეტეს 18 სტუდენტი-მონაწილე შემდეგი მოთხოვნების საფუძველზე:

- სამოტივაციო წერილი
- რეცენზია-სტატია სასურველ ფილმზე ან კინოტენდენციაზე
- მოკლე რეზიუმე (CV)

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული ფაილები 15 ივნისის ჩათვლით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschoolinfilmstudies@gmail.com


დეტალური ინფორმაციისთვის  იხილეთ.

თარიღი: 12/06/2019