საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი რეგიონში კვლავ ლიდერია

Webometrics-ის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 4%-ში (1467-ე ადგილი მსოფლიოს 35 038 უნივერსიტეტს შორის), ხოლო ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების 9%-ში (560-ე ადგილი ევროპის 6 036 უნივერსიტეტს შორის) შევიდა, კავკასიის რეგიონში კი პირველ ადგილს იკავებს. კვლევაში საქართველოდან 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა.

მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირება ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ესპანური ორგანიზაციის - Consejo Superior de Investigaciones Cientificas (CSI) ლაბორატორიის - Cybernetrics Lab ინიციატივით ხორციელდება.

თარიღი: 17/03/2023