საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ისრაელის ელჩის შეხვედრა თსუ ებრაისტიკის პროგრამის აკადემიურ პერსონალთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ელჩი ებრაისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელსა და ამავე პროგრამის განმახორციელებელ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს შეხვდა, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი. პროგრამის ხელმძღვანელმა - ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა ბუცხრიკიძემ სტუმარს გააცნო ებრაული ენისა და კულტურის სწავლების ისტორია და ტრადიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ის მნიშვნელოვანი სიახლეები, რასაც ებრაისტიკის საბაკალავრო პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს. 
 

შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა გამოთქვა მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის სურვილი, რაც გამოიხატება ებრაისტიკის პროგრამის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციების წაკითხვით თანამედროვე ისრაელთან დაკავშირებულ მთელ რიგ აქტუალურ საკითხებზე, ასევე სხვა საინტერესო კულტურული აქტივობებით, ისრაელის კულტურული ცხოვრების სიახლეების პერმანენტული გაცნობითა და თსუ პროგრამისათვის აუცილებელი აკადემიური კონტაქტების დამყარებაში მხარდაჭერით.
 

პროგრამის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენლებმა აღნიშეს, რომ ისრაელის საელჩოს და პირადად ელჩის აქტიური მხარდაჭერა, მისასალმებელი და მნიშვნელოვანია როგორც პროგრამაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის, ისე სტუდენტებისათვის.

თარიღი: 23/03/2023