საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირანული ფილმების ფესტივალი და ფოტო გამოფენა

17-20 დეკემბერს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება, ირანული კულტურის, ხელოვნებისა და კინოს პოპულარიზაციის მიზნით,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ირანული ფილმების ფესტივალს გამართავს. ირანული ფილმების ფესტივალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორედ იმართება. წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ოთხი ირანული ფილმი : „აზარი, შაჰდოხთი ფარვიზი და სხვები“, „ბრმანაწლავი“, „ცოფიანი ეტლი“, „ხუთვარსკვლავიანი“. ასევე ღონისძიების ფარგლებში თსუ სააქტო დაბაზის ფოიეს საგამოფენო სივრცეში მოეწყობა ირანელი ფოტოგრაფების ნამუშევართა ჯგუფური გამოფენა „სამხრეთი ირანი“.

ფესტივალის გახსნის დღეს ფილმი გავა ქართული გახმოვანებით. სხვა დღეებში ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით.

ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება 2018 წლის 17 დეკემბერს 19:00 საათზე. ფილმების ჩვენება 17, 18 და 19 დეკემბრს დაიწყება 19:00 საათზე, ხოლო ფესტივალის დახურვის დღეს, 20 დეკემბერს, ფილმის ჩვენება გაიმართება 21:00 საათზე.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. #1 , თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.
თარიღი: 17/12/2018